რა გეგმა აქვს ნაციონალურ მოძრაობას და როგორია სააკაშვილის სცენარი – (ვიდეო)

1761
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის გეგმის შესახებ, ვრცელ ანალიტიკურ პოსტს აქვეყნებს:
“როდემდე უნდა იყოს არჩევნები სახელმწიფოს არსებობის საწინააღმდეგოდ გამოყენებული!
სააკაშვილის სცენარი!
2 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები ტარდება. არავინ არ მოტყუვდეს, თითქოს ეს არჩევნები რეფერენდუმია ხელისუფლების შეცვლისთვის. ადგილობრივი არჩევნები საყოფაცხოვრებო , კომუნალური და სახვა ადგილობრივი პრობლემების მოგერებას ეხება. ანუ თქვენ უნდა აირჩიოთ ის ადამინები და პოლიტიკური ჯგუფები ვისაც ანდობთ ადგილზე პრობლემების მოგვარებას. შარლ მიშელის შეთანხმებაზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ბლოკირებას და ქართული ოცნების მიერ შეთანხმებიდან გამოსვლამ, აზრი დაუკარგა ამ დოკუმენტს და არანაირი რეფერენდუმის დატვირთავ ადგილობრივ არჩევნებს არ აქვს! მიუხედავად ამისა პოლიტიკური ძალები მზად არიან დააზიანონ სახელმწიფო ოღონდ ხელისუფლებას დაეპატრონონ! ამისთვის არ ერიდებიან ბინძური მეთოდების გამოყენებას. აქვეყნებენ საიდუმლო დოკუმენტებს, მოსმენებს, ცემა და დაპირისპირება ჩვეულებრივ ნორმად იქცა, დაინტერესებული მედია კი საზოგადოებას აჟიტირებულ ნეგატივიზმში ამყოფებს.
სააკაშვილმა იცის რომ აჩვენებს აგებს და ყველა მეთოდს იყენებს ვითარების დაძაბვისათვის, რადგან მოხლიდ არეულობის შემთხვევაში შეუძლია რაიმე შედეგს მიაღწიოს. მისივე უკრაინელი პოლიტტექნოლოგების მიერ ჩატარებული კვლევით ერთი თვის წინ ენმ-ს 13% ქონდა. შემდეგ დაპირისპირების გამძაფრებით , მოსმენების კრეპების მედიაში გავრცელებით შედეგი 17% გახდა, მაგრამ იცის რომ მაინც ვერ იმარჯვებს. დღევანდელი ანალიზით ოპოზიციური ძალებს ჯამში ამომრჩეველთა 25- 30% უჭერს მხარს, ხოლო ქართულ ოცნებას 46-49%. ამიტომ დაანონსა სააკაშვილმა საქართთველოში ჩამოსვლა და კიევი-თბილისის ავიარეისის ჯავშანიც გამოაქვეყნა. საქართველოში ყველა უნდა დაბრუნდეს , მაგრამ სააკაშვილი საქართველოში დაძაბულობის შესაქმნელად მოდის და არა სამშობლოს თანადგომისთვის. მან პირდაპირ განაცხადა „არჩევნებშ ჩვენ ვიმარჯვებთ, 2 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეთ ქალაქებში და სოფლებში, დავიცვათ ჩვენი გამარჯვება. მეც თქვენს გვარდით ვიქნება ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, რომ ესენი გავყაროთ და საქართველო გადავარჩინოთ! ჩვეული მანერით პირდაპირ მოუწოდებს ესკალაციისკენ! მისი მიზანი ისევ ხელისუფლების ხელში ჩაგდება და რევანშია.
სააკაშვილმა იცის, რომ ჩამოსვლისთანავე დააკავებენ და მხარდაჭერის მისაღებად ჯერ აშშ-ში ჩავიდა. ნიუ-იორკიდან მეგის ქარდავას ექსტრადაციის ბლოკირებას შეეცად, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ევროპას ეწვია. ვისაც შეხვდა კონგრესმენებს და ევროპარლამენტარებს, ყველამ განაცხადა , რომ სააკაშვილის წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩასვლა მხარ არ უჭერენ, რადგანაც ეს დაძაბავს სიტუაციას. დასავლეთს ხელთ უპყრია ლეგიტიმაციის ბერკეტი და არჩევნების შედეგები, განსაკუთრებით ჩვენი ტიპის ქვეყნებში ლეგიტიმური მათი აღიარების შემდეგ ხდება, ხოლო მათი მხრიდან შედეგების არ აღიარება რევოლუციებისა და სახელმწიფო გადატრიალებების საფუძველი ხდება. ეს სართვლოს არაერთხელ გამოუცდა. დღევანდელ მრავალპოლუსიან მსოფლიოსი ვითარება ისეთია, რომ საქართველოში რაიმე არეულობის ხელშეწყობას დასავლეთს არ დაუშვებს ვინაიდან საქართველოს სახით ერთადერთი საყრდენი დარჩე რეგიონში და მისი დაკარგვის რისკზე არ წავა. ამიტომ ევრონო კავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოში სტაბილურების შენარჩუნებას და არ აპირებენ სააკაშვილის მიერ დაგეგმილ პოლიტიკურ ესკალაციის დარეგულირებაში შუამავლის როლის შესრულებას! ასე რომ სააკაშვილს 2003 წლისგან განსხვავებით არსაიდან არ აქვს მხარდაჭერა და გათვლას საქართველოში მობილიზებულ ექსტრემისტებზე და საზოგადოებრივ ჯგუფებზე აკეთებს. ამისთვის მან საკამო დაფინანსებაც გამოყო.
მიშას სცენარი ასეთია:
-შემზადებულმა მედიამ უკვე დაიწყო ლაპარაკი იმაზე , რომ არჩევნები ყალბდება.
– დაქირავებული სოციოლოგიური ორგანიზაციები აქვეყნებენ გამოკითხვის შედეგებს სადაც ოპოზიცია იმარჯვებს და ოცნება მარცხდება.
– არჩევნების დღეს ენმ-ს წარმომადგენლები სარჩევნი კომისიებში პროვოკაციებს მოაწყობენ, მრავლად იქნება ინსპირირებული დაპირისპირება და ჩხუბი.
– არ დაელოდებიან არჩევნების რეალურ შედეგებს და ეგზიტპოლებით ქალაქებისა და რაიონების მიხედვით გამოაცხადებენ, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა.“ გავიდეთ ქუჩაში ხმების დასაცავად“ ეს მოწოდება გავრცელდება ოპოზიციურ მედიაში.
– წინასწარ მომზადებული ხალხით ბლოკირება გაუკეთდება საარჩევნო კომისიებს განსაკუთრებით კი ცსკო-ს. შეეცდებიან მასობრივი გამოსვლები და არეულობები მოაწყონ. უკრაინიდან შემოგზავნილი კილერების ამოქმედებასაც არ მოერიდებიან .
– გამოაცხდებენ , რომ მიშა საქართველოშია. გაავრცელებენ ფეიკურ კადრებს და ინფორმაციას.
– შეეცდებიან იმდენად დაძაბონ ვითარება, რომ სახელმწიფო შეარყიონ და ინსტიტუციონალური რღვევა გამოიწვიონ
ეს ყველაფერი 2 ოქტომბრის საღამოს დაიწყება. როგორც კი სააკაშვილი დაინახავს, რომ მისი გეგმა შედეგიანად ამოქმედდა შეეცდება საქართველოში აღმოჩნდეს. თუ კი მისმა რადიკალებმა ესკალაცია ვერ მოაწყვეს , რა თქმა უნდა არ ჩამოვა, იცის რომ დააკავებენ. აღმოაჩნდება COVID-19, ვინმე დაემუქრება ან სხვა მიზეზს მოიფიქრებს და ამით ახსნის არ ჩამოსვლას! არ შეიძლება ყოველი არჩევნები სახელმწიფოს არსებობას საფრთხეს უქმნიდეს. ასეთ ვითარებას და სააკაშვილის კლოუნადას წერტილი უნდა დაესვას.
ბოლო პერიოდში ისეთი გარემოებები შეიქმნა , რომ საქართველოს უფრო მეტი შესაძლებლობები ეძლევა თავისი ინტერესები განახორციელოს, მიუხედავად იმისა , რომ პანდემია და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მძიმე ტვირთად აწევს ქვეყანას. მისასალმებელია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიურობა ამ მხრივ. გაეროში და წამყვან სახელმწიფოებიში ვიზიტებმა ცხადყო რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უფრო პარტნიორული ხდება. იცვლება ის მდგიმარეობა , როცა დასავლეთის სახელმწიფოთა წარმომადგენლები და ელჩები იძლეოდნენ დავალებებს და იმის მიხედვით ვმოქმედებდით. ამჟამად საქართველო უფრო მეტ სუვერენულ პოზიციას ავლენს, რასაც აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარ. და არ მისცეთ ხმა იმით ვინც ბრუსელსა ტუ ვაშინგტონში, მოსკოვსა თუ ანკარაში დარბიან პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
საქართველოს მოქალაქეებს მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს სამშობლოს წინაშე. აქტიური მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში. ეს ადგილობრივი -მუნიციპალური არჩევნებია და ხმა მიეცით იმათ ვისაც ანდობთ თქვენი ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას. არავის არ მივცეთ საშუალება ,რომ თქვენი ხმები პირად პოლიტიკურ ინტერესებში გამოიყენონ და ქვეყანა არიონ!”
წერს: სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი
ლევან მამალაძე
კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება