
“ისტორიაში არის თარიღები, რომელიც ერთი მხრივ, გვახსენებს უდიდეს ტრაგედიას, მეორე მხრივ კი, ეროვნული სიამაყის საფუძველია. ასეთი თარიღია 9 აპრილი – ტკივილიანი და მაინც მომავლის იმედით სავსე. 9 აპრილიდან 9 აპრილამდე საქართველომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა თავისუფლებისკენ.
ეს იყო მსხვერპლითა და სისხლით სავსე გზა, თუმცა, უმაღლესი მიზნის – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მომპოვებელი. 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისთვის დაწყებული ბრძოლა 1991 წლის 9 აპრილს ისტორიული აქტის მიღებით დაგვირგვინდა.”– წერს თბილისის მერი კახა კალაძე ფეისბუქში.