Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ან კონსტიტუცია არ აქვთ წაკითხული, ან მხოლოდ პოპულიზმზე და ქვეყნის დაზიანებაზე აქვთ აქცენტი

მარშალ პრესი 28/11/2022
მამუკა მდინარაძე

კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, რომ რომელიმე ორგანო, უნდა იყოს ხელისუფლების რომელიმე შტოს ნაწილი. სასამართლო ხელისუფლების, ან პარლამენტის შტოს ნაწილი ხომ ვერ იქნება ანტიკორუფციული სააგენტო, ამ შემთხვევაში, მოიაზრება მთავრობა, ანუ, აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის ნაწილიც უნდა იყოს ასეთი ორგანო, მაგრამ დამოუკიდებლობის მაქსიმალური ხარისხი უნდა მიანიჭო, საიმისოდ, რომ მან იმოქმედოს თავისუფლად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროექტის თაობაზე.

„ან კონსტიტუცია არ აქვთ წაკითხული, ან მხოლოდ პოპულიზმზე და ქვეყნის დაზიანებაზე აქვთ აქცენტი“, – დასძენს მდინარაძე.

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა. რადიკალური ოპოზიციიდან განხილვას არავინ დასწრებია. ოპოზიცია კანონპროექტის იმ ნაწილს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერი ნიშნავს.

Post navigation

Previous: მხოლოდ იმიტომ რომ ისინი პოლიტიკურად მტრობენ ნინო ლაცაბიძეს, ამიტომ აჩერებენ პროექტებს, ეს არის საბოტაჟი და მეტი არაფერი
Next: მამუკა მდინარაძე: სავალდებულო სამხედრო სამსახურს რომ გამოექცევიან, ასეთი ხალხი არ მივიღოთ. თან ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, რომლებსაც ოჯახები ყავთ საქართველოში ?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.