Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება კერძო სექტორში დასაქმებულთათვისაც გაორმაგდება – პრემიერი

მარშალ პრესი 28/11/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება კერძო სექტორში დასაქმებულთათვისაც გაორმაგდება და 1 იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2 000 ლარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„დეკრეტული შვებულებების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემატური. ამის თაობაზე მე პარლამენტშიც მთხოვეს. გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ დეკრეტული შვებულების პერიოდში კერძო სექტორში დასაქმებულთათვისაც გავაორმაგოთ დახმარება. 1 იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად გახდება 2 ათასი ლარი.

მანამდე გახსოვთ, ჩვენ სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ეს ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებზეც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 2 000 ლარი იქნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: კახა ოქრიაშვილის კომპანია “PSP” შესაძლოა სკანდალში გაეხვეს – პრემიერის განცხადება (ვიდეო)
Next: 2023 წლის 1 იანვრიდან, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.