„მინდა ეიფორიაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს, განსაკუთრებით კი ნაცმოძრაობას ვუთხრა – თორნიკე რიჟვაძე

342
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„ეს ყველაფერი ღიმილისმომგვრელია. იმდენად მოუძველდათ მეთოდები მოდელირებული ქრონიკის, მოდელირებული გამარჯვების შემქმნელებს, რომ უკვე ამ ყალბ ვიდეოებსაც ხარისხი მიაკლეს,“ – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ არის საზოგადოების, სახელმწიფოს, მხარდამჭერების და ამომრჩევლების აბუჩად აგდება.

„მინდა ეიფორიაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს, განსაკუთრებით კი ნაცმოძრაობას ვუთხრა, ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის ამ მსჯავრდებული პრეზიდენტის გამბედაობის შესახებ: ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა, ლაჩარი და ვერასოდეს ვერ გაბედავს გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი. ამაში დარწმუნებული ვარ. ის ნარატივი, რომელიც განავითარეს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან დაკავშირებით, არავის შეეშალოს, რადგან ახლა საქართველოს პრემიერ მინისტრი გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილი, შსს მინისტრი გახლავთ ვახტანგ გომელაური, სუს-ის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი და მერწმუნეთ, რომ როგორც სახელმწიფო საზღვრები, ასევე ჩვენი ინსტიტუტები არის მოწოდების სიმაღლეზე“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ასევე, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა –

,,მინდა მოვუწოდო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს არჩევნებში განსაკუთრებული აქტიურობისაკენ, რომლითაც ერთხელ და სამუდამო განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება და დასრულდება ამ კლოუნადის ასპარეზი“. – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება