Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს პროცესი არა პარტიული კულტურის განვითარებისთვის, არამედ ძალაუფლების გადანაწილებისთვის

მარშალ პრესი 28/11/2022
ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანები ძალაუფლების გადანაწილებისთვის იბრძვიან.

მისივე თქმით, პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესი პარტიული კულტურის განვითარებას არ ეხება.

„ეს ხალხი იბრძვის ძალაუფლების გადანაწილებისთვის. როგორც ჩანს, პარტიის შიგნით ბრძოლას ემატებიან სუბიექტები, რომელთა პარტიაში შეყვანასაც ოლიგარქები ცდილობენ. ეს არის პროცესი არა პარტიული კულტურის განვითარების, არამედ ძალაუფლების გადანაწილებისთვის – რომელი ჯგუფი რომელი ოლიგარქის მიერ, როგორ დაფინანსებას მიიღებს. ბრძოლა მიმდინარეობს ფულადი სახსრების გადანაწილებისთვის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Post navigation

Previous: მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა დღეს სასამართლოში პროცესს დაესწროს
Next: ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ეკოლოგიის მინისტრს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.