ე.წ. გუნდი დადის და ამბობს, რომ არის “ოცნება 2”, ტყუილია – ირაკლი კობახიძე

600
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

გათავისუფლდნენ, თუ არა საჯარო მოხელეები პოლიტიკური ნიშნით – “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საჯარო მოხელე, რომელიც თანამდებობაზე პოლიტიკური ნიშნით არის გამწესებული, თუ ის შეიცვლის პოლიტიკურ შეხედულებას, კანონის მიხედვით ტოვებს თანამდებობას.

ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერში” გიორგი გახარიას გუნდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი “ქართული ოცნების” ე.წ. პროექტი არ არიან.

“მერი არის პოლიტიკური ნიშნით გამწესებული. ხალხმა აირჩია მერი პოლიტიკური ნიშნით და წესი არის ის, რომ პოლიტიკური ნიშნით არჩეული მერი პოლიტიკური ნიშნითვე ნიშნავს და ათავისუფლებს მის მოადგილეებს. ბუნებრივია, თუ ხდება პარტიული გადაადგილება ვიცე-მერების, ამ შემთხვევაში იცვლებიან ისინი. ეს არის ძალიან მარტივი საკითხი და რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ნიშნით ხდება. თუ ვინმე ამბობს, რომ ეს არის ზეწოლა, ეს ნიშნავს იმას, რომ მარტივად, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის კონკრეტული მუხლი არ აქვთ წაკითხული. 

ერთი რამ არის საინტერესო ე.წ. გუნდი დადის საზოგადოებაში, იქ ბიზნესმენებთან დადიან, აქტივისტებთან, ჩვენს აქტივისტებთან მათ შორის და ამბობენ, რომ ესენი არიან “ოცნება 2” “ქართული ოცნების” მეორე პროექტი. მესიჯებში აირივნენ – ან არიან “ოცნების” პროექტი, რითაც ატყუბენ აქტივისტებს და ბიზნესმენებს ან ვიღაც ახორციელებს მათზე ზეწოლას. ერთიც და მეორეც ტყუილია. ისინი არ არიან “ქართული ოცნება”, შესაბამისად, ტოვებენ პოლიტიკურ თანამდებობებს და ვურჩევ მესიჯებში არ აიბლანდონ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება