
“ამუშავდა გეგმა B – ხაბეიშვილის კანდიდატურა გაკომიკდა და ახლა თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ ჭიაბერაშვილს აყენებენ.”– წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.
“არადა,ეს არჩევნები მიშას პროცესის გადასაფარად მოიგონეს,მარტში ისედაც გასდიოდა ვადა მოქმედ თავმჯდომარეს!
მე ვფიქრობ,აღარაა საჭირო ეს უწუ მუწუ-ყველაფერი ისედაც ცხადია,ამიტომ თავად ვანო მერაბიშვილმა უნდა იყაროს კენჭი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე !
გამოვიდეს კულისებიდან და რეალურად ნახოს,რამდენი კაცი უჭერს მხარს ენმ-ში “– წერს ელისო კილაძე.