იერუსალიმში შეტაკებები არ წყდება, ქალაქში შექმნილ მდგომარეობაზე გაერო-ს უშიშროების საბჭო იმსჯელებს

326
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

იერუსალიმში შეტაკებები მესამე ღამეა არ წყდება. ქალაქში შექმნილ მდგომარეობაზე დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭო იმსჯელებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

იერუსალიმში პალესტინელ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები კიდევ ერთხელ მოხდა. ამჯერადაც მოვლენების ეპიცენტრი ალ-აქასას მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია და იერუსალიმის აღმოსავლეთი ნაწილი იყო. როგორც იუწყებიან, სამართალდამცველებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები.

იერუსალიმში არეულობა ისრაელის ხელისუფლების გეგმას უკავშირდება, რომელიც 70-ზე მეტი პალესტინელი ოჯახის გასახლებას აპირებს. ამ გადაწყვეტილებას პალესტინელი აქტივისტები აპროტესტებენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არ მისცემს უფლებას რადიკალებს, ქალაქში სიმშვიდე დაარღვიონ.

მომხდარს გამოეხმაურა გაერო-ს გენერალური მდივანი, რომელმაც ძალადობა დაგმო და ისრაელს მოუწოდა, პალესტინელების გასახლება შეაჩეროს. ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანიც. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, სალივანი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მეირ ბენ-შაბათს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება