Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დედა ეკლესიის და ქართულის იდენტობის მტრებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება ღიად დაეფიქსირებინათ ზიზღი

მარშალ პრესი 27/11/2022
ლადო ბოჟაძე

“ფაშისტური აზროვნების გავლენა იგრძნობა ყველგან: რადიკალურ ოპოზიციაში, პოლიტიკურად ანგაჟირებულ, ყოველგვარი მედია სტანდარტებისგან დაცლილ პარტიულ ტელევიზიებში, ვითომ ადამიანის უფლებადამცველ ენჯეოებში და თვითმარქვია ,,ინტელექტუალ ექსპერტებში” – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, ეს ქვეყანა საქართველოს, ღმერთის, ოჯახის და ქართული კულტურის მოყვარე ხალხს ეკუთვნის და არა, ერთი მუჭა სამარცხვინო ადამიანების კასტას.

„საქართველოს სახელმწიფოს, დედა ეკლესიის და ქართულის იდენტობის მტრებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება ღიად დაეფიქსირებინათ ზიზღი და სიძულვილი, ყველაფრის განადგურების სურვილი რაც მათთვის მიუღებელია, არადა რომ კითხო ლიბერალები არიან.

ამ ლიბერალის ქურქში გახვეულ ფაშისტებს მინდა შევახსენო, რომ ქართული სახელმწიფოს, ქართული კულტურის და იდენტობის შექმნასა და შენარჩუნებაში საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი, სწორედ სამშობლოს, რწმენის, ოჯახის და ღირსების დაცვისთვის სწირავდნენ თავს ჩვენი დიდი წინაპრები და არა ამ სამარცხვინო, ძალად ,,ინტელექტუალი” სექტის ,,ღირებულებებისთვის”.

2012 წელს კოლექტიური ,,ნაციონალური მოძრაობა” დაგამარცხათ ქართველმა ხალხმა, უსამშობლო, უღმერთო და უღირსი ადამიანების ერთობა, 10 წელია ყოველ ჯერზე გამარცხებთ და კიდევ მრავალი წელი იქნება ასე“ – წერს ბოჟაძე.

Continue Reading

Previous: “უღმერთოთა ჯგუფმა კარგად იცის როგორი ავტორიტეტი აქვს ქართულ ეკლესიას – ნინო ფოჩხუა
Next: ნონა გაფრინდაშვილის გასაოცარი სპორტული ბიოგრაფია კიდევ ერთი დიდი გამარჯვებით გაგრძელდა – პრემიერი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025