Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამი ტელევიზია, ათეულობით ენჯეო, პოლიტიკური პარტიები წლებია უწყვეტად ეწევით ეკლესიის და სასულიერო პირების დისკრედიტაციის აღვირახსნილ კამპანიას

მარშალ პრესი 27/11/2022
ვატო შაქარიშვილი

თქვენ სიტყვით, რომელსაც ხშირად ქმედებაზე დიდი ძალა აქვს, მუდმივად შეურაცხყოფთ, მუდმივად ძალადობთ ეკლესიის წევრებზე დაწყებული – პატრიარქით, დასრულებული – მრევლით. სამი ტელევიზია, ათეულობით ენჯეო, პოლიტიკური პარტიები წლებია უწყვეტად ეწევით ეკლესიის და სასულიერო პირების დისკრედიტაციის აღვირახსნილ კამპანიას – ამის შესახებ მოძრაობა „აი იას“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ისინი საკუთარი ეთერებიდან და მიტინგებზე ტრიბუნიდან ემუქრებიან სამღვდელოებას წვერის გაკრეჭვით, შესამოსელის გახდით და უწმინდესს ლანძღავენ.

„არავის სჯერა თქვენი ყალბი ემპათიის! სანამ არ გააცნობიერებთ, რომ ეს ენით აღუწერელი სისასტიკე თქვენმა ანტიეკლესიურმა პროპაგანდამ წაახალისა!
თქვენ სიტყვით (რომელსაც ხშირად ქმედებაზე დიდი ძალა აქვს) მუდმივად შეურაცხყოფთ, მუდმივად ძალადობთ ეკლესიის წევრებზე დაწყებული – პატრიარქით, დასრულებული – მრევლით. სამი ტელევიზია, ათეულობით ენჯეო, პოლიტიკური პარტიები წლებია უწყვეტად ეწევით ეკლესიის და სასულიერო პირების დისკრედიტაციის აღვირახსნილ კამპანიას! საკუთარი ეთერებიდან და მიტინგებზე ტრიბუნიდან ემუქრებით სამღვდელოებას წვერის გაკრეჭვით და შესამოსელის გახდით! ჩვენს უწმინდესს ლანძღავთ 24/7 და სულიერად ავადმყოფი პეტრე გიზით სტუდიებში.

ეს ხდება უკვე წლებია, დაუსრულებლად და ყოველდღიურად უფრო ბინძური და შემზარავი ხდება თქვენი “ბრძოლა”.
ასე რომ, სად რა გამოვლინებას ჰპოვებს ეს ყველაფერი არავინ იცის, მაგრამ ნეგატიურად რომ მოქმედებს და ამით თქვენ და თქვენი დამკვეთები(ქვეყნის გარედან) რომ კმაყოფილები ხართ ეს ფაქტია!!!“ წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: გამოენთნენ სოროსის “გენმოდიფიცირებული ლიბერალები – ზურაბ ქადაგიძე
Next: ყოველგვარი ქრისტიანულის, ზნეობრივისა და ადამიანურის წინააღმდეგ ბრძოლამ გამოიწვია ის საშინელი შედეგი, რომელიც ჩაიდინეს გარეწრებმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.