IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ოპოზიციის ნაწილი დღეს,  თბილისში შეთანხმებულ საერთო მაჟორიტარების კანდიდატებს დაასახელებს. როგორც ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, პარტია ოპოზიციის მთელ სპექტრს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ოთხ კანდიდატს სთავაზობს:

  1. გიორგი ვაშაძე – ისანი
  2.  ელენე ხოშტარია – ვაკე3.
  3. შალვა ნათელაშვილი -ნაძალადევი
  4. შალვა შავგულიძე – მთაწმინდა

თბილისში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით სულ 8 სამაჟორიტარო ოლქი იქნება. აქედან 2-ში”ნაციონალური მოძრაობა” დაასახელებს თავის კანდიდატს.  რაც შეეხება დარჩენილ 2 ადგილს (დიდუბე, საბურთალი), დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ამ სივრცეს ღიად ტოვებს სხვა ოპოზიციონერი ძალებისთვის, რათა კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდეს საბოლოო სურათი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება