“ჩვენ გვიყვარს სააკაშვილი და დავით აღმაშენებელი გვგონია, თქვენ სადისტი გგონიათ, მაგრამ მას რომ რამე დაემართოს ქვეყანა აღარ იარსებებს” – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მამუკა გუგეშაშვილმა “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “დროული კითხვები” ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გააკეთა.
გუგეშაშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღეს სავალალოა და სამწუხარო ფაქტია ის, რომ მის მდგომარეობას მმართველი გუნდი არ ითვალისწინებს.
“ცუდად კი არა, ძალიან ცუდად არის. აქ კიდევ ერთი რაღაც არის – ჩვენ გვიყვარს სააკაშვილი და დავით აღმაშენებელი გვგონია, თქვენ სადისტი გგონიათ, მაგრამ მას რომ რამე დაემართოს ქვეყანა აღარ იარსებებს. აქ მარტო მიშას ფაქტორი არ არის. ამდენი მოწოდების შემდეგ, არც პრეზიდენტი და არც მთავრობა, რომ არ ითვალისწინებს მის მდგომარეობას, ამაზე დასავლეთი პასუხს, ამ ხელისუფლებას აუცილებლად მოსთხოვს.სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილზე ევროპაში ძალიან გაბრაზებულები იყვნენ, რადგან მათ მიშას სთხოვეს, რომ საქართველოში არ ჩამოსულიყო, მაგრამ ის ქვეყანაში იმიტომ დაბრუნდა, რომ ხალხისთვის დაენახვებინა, თუ როგორ მივდივართ რუსეთისკენ,” – განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა.
