Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე პაატა მანჯგალაძეზე: დღევანდელ შეხვედრაზე იჯდა სამი ქალი, სამივეს უფრო ვაჟკაცური თვისებები აქვს, ვიდრე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამ კონკრეტულ წარმომადგენელს

მარშალ პრესი 26/11/2022
მდინარაძე

დღევანდელ შეხვედრაზე იჯდა სამი ქალი, სამივეს უფრო ვაჟკაცური თვისებები აქვს, ვიდრე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამ კონკრეტულ წარმომადგენელს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით გამართულ კონსულტაციებისთვის „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის, პაატა მანჯგალაძის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე იჯდა სამი ქალი, სამივეს პოლიტიკური აზრი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ სამივეს უფრო ვაჟკაცური თვისებები აქვს, ვიდრე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამ კონკრეტულ წარმომადგენელს. ადამიანი რომ გეტყვის, ქუთაისში მივდივარ და ამიტომ ვერ მოვალო, და შემდეგ ჟურნალისტებს ეუბნება, ბოიკოტი გამოვაცხადეო – ამას რა შეიძლება დაერქვას?“, – აცხადებს მდინარაძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატებზე ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა „სტრატეგია აღმაშენებელმა“, დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები კი კონსულტაციებში მონაწილეობდნენ.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ თბილისის ქალთა ორგანიზაციამ ხელოვანი ქალები დააჯილდოვა
Next: ცდილობენ, „დამფლითონ“, შემჭამონ, ტალახი ისროლონ და ჩემს რეპუტაციას ზიანი მიაყენონ – ლევან ხაბეიშვილის განცხადებით უმწიკვლო რეპუტაცია აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.