Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და მონაზონზე სექსუალური ძალადობის ფაქტის გამო სამართალდამცავებმა ორი ბრალდებული დააკავეს

მარშალ პრესი 26/11/2022
შსს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და სექსუალური ძალადობის ფაქტის გამო სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს.

როგოროც „იმედინიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

ამასთან, მომხდარის შესახებ ცნობილია საპატრიარქოში და მოკვლევა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი, სხეულზე მრავლობითი დაზიანებებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ სამხარაძე: რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ რეგიონებში დამყარებული აქვს აპართეიდის რეჟიმი, სადაც ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაცია გრძელდება
Next: იენს სტოლტენბერგი: უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის სისტემების გადაცემაზე გადაწყვეტილება ცალკეულმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.