Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბექა დავითულიანი ოპოზიციაზე: ურტყამენ ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში უზრუნველყოფს მშვიდობას და კეთილდღეობას

მარშალ პრესი 26/11/2022
ბექა დავითულიანი

ყველაფერი, რაც ეკონომიკას აძლიერებს და რაშიც ფული იდება, მუდმივად ხდება დარტყმის ობიექტი ოპოზიციის მხრიდან და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ნელნელა ჩამოყალიბდა ოპოზიციის ჩვეულებრივ დანამატად, ინსტრუმენტად, ეს ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, ურტყამს ვიღაცას, ვინც ეკონომიკაში რამეს გააკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავlესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ბექა დავითულიანის თქმით, სპეციალურად ურტყამენ ყველაფერს ისეთს, რაც ამ ქვეყანაში უზრუნველყოფს მშვიდობას და კეთილდღეობას, რადგან სხვანაირად ხელისუფლებაში ვერ მოვლენ.

„ყველაფერი, რაც ეკონომიკას აძლიერებს და რაშიც ფული იდება, მუდმივად ხდება დარტყმის ობიექტი ოპოზიციის მხრიდან და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ნელნელა ჩამოყალიბდა ოპოზიციის ჩვეულებრივ დანამატად, ინსტრუმენტად. ეს ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, ურტყამს ვიღაცას, ვინც ეკონომიკაში რამეს გააკეთებს, ისევე, როგორც ურტყამენ ქართულ ეკონომიკას ბოლო თვეების განმავლობაში და ამბობენ, თითქოს რუსეთ-უკრაინის ომის ხარჯზე საქართველო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს, რაც ასევე ტყუილია, იმიტომ რომ ეს ზრდა დაწყებული იყო, სანამ ეს ომი დაიწყებოდა. ურტყამენ ყველაფერს ისეთს, რაც ამ ქვეყანაში უზრუნველყოფს მშვიდობას და კეთილდღეობას. ურტყამენ სპეციალურად, იმიტომ რომ სხვანაირად ხელისუფლებაში უბრალოდ ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Post navigation

Previous: ლეონიდე ზვიადაძე რომელმაც თერჯოლაში მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, ჩაძაღლდა
Next: მიხეილ სარჯველაძე: ისინიც კარგად ხვდებიან, რომ რეალურად ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ლპობის პროცესი, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს. უბრალოდ, ეს ზედაპირზე არ იყო წარმოჩენილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.