Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ეკა სეფაშვილმა, სუმბატ კიუღიანმა და სამველ მანუკიანმა ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მეწარმე ქალებთან შეხვედრა გამართეს

მარშალ პრესი 25/11/2022
316602566_876117853568361_8925399168061969553_n

25 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა ეკა სეფაშვილმა, სუმბატ კიუღიანმა და სამველ მანუკიანმა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მეწარმე ქალებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე პარლამენტის წევრებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალებისთვის მეწარმეობის განვითარებისკენ მიმართულ სახელმწიფო პროგრამებზე, ასევე იმ ორგანიზაციებზე და ფონდებზე, რომლებიც ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების, მათი გააქტიურების და საზოგადოებაში ჩართულობის გაზრდის მიმართულებით მუშაობენ. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრმა ინა კაპანაძემ. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და რეგიონში მოქმედ პროექტებზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალქალაქის მერმა მელქორ მაკარიანმა და ნინოწმინდის მერმა ანივარ მოსოიანმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ადიგენისა და ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ,,ქართული ოცნების“ რეგიონული ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები.

Post navigation

Previous: მამუკა ხაზარაძემ შესაძლოა “ნაც.მოძრაობასთან” თანამშრომლობა შეწყვიტოს
Next: გიორგი ვაშაძე პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წელიწადში დეოკუპაციას დაიწყებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.