Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი თავისი ბუნებით ჩეჩმას დირექტორია – ირმა ინაშვილი

მარშალ პრესი 25/11/2022
ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსი”-ს გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ეხმიანება ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც, მისი თქმით, რამდენჯერმე ახსენა:

“მართლა, რა დრო დადგა ამ ქვეყანაში… ცარიელი თუთიყუშების დრო, რომლებსაც თავში (პრინციპში) ერთი კი არა, ნახევარი უჯრედიც არ უდევთ.

უკვე მეორე სატელევიზიო გადაცემაში მახსენებს ლევან ხაბეიშვილი და აშკარად ვიღაცის დავალებით, თუთიყუშივით იმეორებს წინასწარ დაზეპირებულ ტყუილს: აი, მე ხომ ინაშვილის პარტია არა ვარ, რომ ფეხზე დავიკიდო ევროსასამართლო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები და ა.შ.

ძალიან მაინტერესებს, ამ ერთუჯრედიანმა ცილისმწამებელმა სად მოისმინა ან წაიკითხა, რომ მე “ფეხზე დავიკიდე” ან ევროსასამართლოს და ან სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები?! ვერსად წაიკითხავდა და მოისმენდა, რადგან მსგავსი რამ არასდროს მითქვამს არც მე და არც ჩვენი პარტიის ლიდერებს.

მართლა, რა დრო დადგა ამ ქვეყანაში… ცარიელი თუთიყუშების დრო, რომლებსაც თავში (პრინციპში) ერთი კი არა, ნახევარი უჯრედიც არ უდევთ.

ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობაზე ვაცხადებ პრეტენზიასო. აი, ეს არაა ახლა კიდევ ერთი, ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, რომ ნაცმოძრაობა არ არსებობს, სრული ჰაერი და სიცარიელეა? ლევან ხაბეიშვილი თავისი ბუნებით ჩეჩმას დირექტორია. ნუთუ ვერ ხვდება ამას, თუნდაც, ის ხუთასი წევრი, რომელიც ნაცმოძრაობას შერჩა? – წერს ირმა ინაშვილი.

Post navigation

Previous: საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის – იენს სტოლტენბერგი
Next: მამუკა ხაზარაძემ შესაძლოა “ნაც.მოძრაობასთან” თანამშრომლობა შეწყვიტოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.