Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

9 აპრილს დაგეგმილ, რუსულ პოლიტიკურ შოუს, ზედმეტად დასავლურების იმიჯით ხოშტარიასთან ერთად უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო უერთდება

მარშალ პრესი 08/04/2022
თამთა მეგრელიშვილი

9 აპრილს დაგეგმილ, რუსულ პოლიტიკურ შოუს, ზედმეტად დასავლურების იმიჯით ხოშტარიასთან ერთად უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო უერთდება. კი, ის იანუკოვიჩის ძმადნაფიცი გონჩარენკო რომელსაც ყველაზე “კარგად” ეროვნულ ფასეულობებზე საუბარი გამოსდის – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი 9 აპრილს, პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციას.

„რუსულ ” კგბ”-ს სამჭედლოში განათლება მიღებული ელენე ხოშტარია რუსულად დაგეგმილ და ქართულად დაწერილ პოლიტიკურ დღის წესრიგს წარმატებით მიჰყვება. 9 აპრილს დაგეგმილ რუსულ პოლიტიკურ შოუს, ზედმეტად დასავლურების იმიჯით ხოშტარიასთან ერთად უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო უერთდება. კი, ის იანუკოვიჩის ძმადნაფიცი გონჩარენკო რომელსაც ყველაზე “კარგად” ეროვნულ ფასეულობებზე საუბარი გამოსდის. შორს რომ არ წავიდეთ ჯერ მარტო მისი მოწოდება- რუსული ენა ყოფილიყო უკრაინაში სახელმწიფო ენა რად ღირს. ხოშტარიაც, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით უგზო – უკვლოდ განათლებულიც საჭირო სცენარზე გვარამიასთან ერთად მუშაობს. რა უნდა თქვან, რა უნდა გააკეთონ საქართველოსთვის თან ქართული?! კუდები უჩანთ, საკუთარ თავს ვერსად მალავენ, რუსული სუნი ასდით და რუსეთს “ევროპელად” ეტენებიან. 9 აპრილის შეურაცხყოფაა ამათი რუსული განწყობითა და ევროპული მოწოდებებით რუსთაველზე საქართველოსთვის დგომა. ყველამ ყველაფერი ვიცით და თქვენი საცირკო პოლიტიკური გამოსვლები მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გასართობი ოინებია.“ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

Post navigation

Previous: 9 აპრილის აქციის მოწვეული სტუმარი ოკუპანტთა გეორგიევსკის ლენტის თაყვანისმცემელი და ახლა “გაევროპელებული” ოლექსი გონჩარენკოა. ჯალათი როდიონოვის ნაშიერთ არ უნდა ეძლეოდეს რაიმე თემაზეც კი პრეტენზიები
Next: “მგიმოელ” ელენე ხოშტარიას გადაუწყვეტია, გონჩარენკოს სიტვით გამოსვლას გაუწიოს ორგანიზება – ლევან ნიკოლეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.