Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროკავშირი აშშ-ს უკრაინაში მიმდინარე ომიდან ფინანსური სარგებლის მიღებაში ადანაშაულებს – გამოცემა “Politico”

მარშალ პრესი 25/11/2022
უკრაინის-დროშა და ამერიკა

ევროკავშირი აშშ-ს უკრაინაში მიმდინარე ომიდან ფინანსური სარგებლის მიღებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა მათ განუცხადა, რომ „ყველაზე მეტ სარგებელს ომისგან აშშ-ი იღებს, რადგან მეტ ბუნებრივ აირს ყიდის, თან ძვირად, აშშ-ი შემოსავალს ასევე იღებს იარაღის გაყიდვიდანაც“.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროკავშირში აცხადებს, რომ მსოფლიო ახლა ისტორიულ ეტაპზეა, რადგანაც აშშ-ის მიერ ინფლაციის გამო წამოწყებულმა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამამ და ენერგიაზე მაღალმა ფასებმა, ორმაგი დარტყმა მიაყენა ევროპას და საზოგადოებაში ომისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის მოწინააღმდეგეთა რიცხვი გაზარდა.

„აშშ-ში უნდა გააცნობიერონ, რომ საზოგადოებრივი აზრი ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში იცვლება“, – ამბობს გამოცემასთან საუბარში ევროკავშირის ოფიციალური პირი, რომლის კომენტარს „პოლიტიკო“ ანონიმურად ავრცელებს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში მოუწოდა ვაშინგტონს ევროპის შეშფოთებას პასუხი გასცეს. პოლიტიკოს ცნობით, ევროკავშირში ყველაზე ნეგატიურად შეხვდნენ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებულ ე.წ. მწვანე სუბისიდებისა და ინფლაციის დაძლევისკენ მიმართულ პაკეტებს. ბრიუსელში თვლიან, რომ ეს ინიციატივები უსამართლო პირობებში აყენებს ევროკავშირს და ემუქრება ევროპის მრეწველობას.

Post navigation

Previous: დედოფლისწყაროს კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული ზონა შეემატა
Next: საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.