იაგო ხვიჩია: მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, გადაცვალოს ბილეთი და უფრო ადრე ჩამოვიდეს

427
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ჩამოვიდეს ეს ადამიანი აქეთ. ასე შორიდან ჩამოვალ და მერე არ ჩამოსვლას ძალიან დიდი იმედგაცრუება მოჰყვება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილით ადამიანების დაშინება უნდა დასრულდეს.

“მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, გადაცვალოს ბილეთი და უფრო ადრე ჩამოვიდეს. ის აქ უნდა იყოს დილის 12 საათიდან, ან საერთოდ წინა დღიდან, იქედან გამომდინარე რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ მიხეილ სააკაშვილით ადამიანების დაშინება. ჩამოვიდეს ეს ადამიანი აქეთ. ასე შორიდან ჩამოვალ და მერე არ ჩამოსვლას ძალიან დიდი იმედგაცრუება მოჰყვება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება