Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ როდესაც მას მიმართავენ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, გააკეთოს განცხადება, როგორია მისი პოზიცია​ შეწყალებასთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 24/11/2022
თეა წულუკიანი

„საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ როდესაც მას მიმართავენ, მისი კომპეტენციის ფარგლებში თვითონ გააკეთოს განცხადება მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით.”- განაცხადა კულტურის მინისტრმა, რომელიც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს.

“სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საქმეს მიხედავს. მთავარია კითხვა პრეზიდენტთან – ეთანხმება თუ არა ის, რომ შეიწყალოს მოცემული პატიმარი. ეს გვაინტერესებს საზოგადოებას. მისი პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი და იმედი მაქვს, რომ ეს მკვეთრად უარყოფითი პასუხი კვლავ ძალაშია“, – ამბობს თეა წულუკიანი.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში. ზურაბიშვილის განცხადებით, მას დიდი იმედი აქვს, რომ ამ შეთხვევაში სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება.

Post navigation

Previous: მოძრაობა “ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს
Next: გურიის ტექნოლოგიური ბანაკის წარმომადგენლებმა ურეკში პრეზენტაციები წარმოადგინეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.