Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ნებას მომცემთ, უკომენტაროდ დავტოვებ იმას, რა ხდება ევროსაბჭოში – ევროკავშირის ელჩი

მარშალ პრესი 24/11/2022
პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი ვენეციის კომისიასა და უკრაინის კანონზე კომენტარს არ აკეთებს. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ვენეციის კომისია სხვა ორგანიზაციაა და იქ მიმდინარე პროცესებზე ვერაფერს იტყვის, თუმცა ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. პაველ ჰერჩინსკი ასევე ამბობს, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი იქნება პროცესი, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება.

„ძალიან მოკლედ ავხსნი, რა განსხვავება ევროსაბჭოსა და ევროკავშირის საბჭოს შორის. ევროსაბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც პარიზშია დაფუძნებული და 46 წევრი ჰყავს, საქართველო ევროსაბჭოს ერთ-ერთი წევრია. ვენეციის კომისია ევროსაბჭოს სტრუქტურული ნაწილია. ევროკავშირის საბჭო კი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ბრიუსელში 27 წევრი სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული. საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ, მაგრამ ჯერ წევრი არ არის. მე ევროკავშირის ელჩი ვარ და წარმოვადგენ ევროკავშირს. ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს იმ თემებზე საუბრისას, რომელიც სხვა ორგანიზაციას, იქ მიმდინარე პროცესებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხება. თუ ნებას მომცემთ, უკომენტაროდ დავტოვებ იმას, რა ხდება ევროსაბჭოში და მოხარული ვიქნები ნებისმიერ საკითხზე საუბრის, რაც ევროკავშირის საბჭოს კონტექსტს ეხება“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

Post navigation

Previous: გავლენიანი ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს – შალვა თადუმაძე
Next: თუ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ, ფრიად მხიარული მდგომარეობა იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.