კელი დეგნანის განცხადებას ყურადღებას არ მიქაცევს გუბაზა, თაკო, რესპები, ზურაბა და ა.შ. – მათთვის არეულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა სააკაშვილის ხინკლიდან, კუჭები მაინც დაიჭირონ

632
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება:

“ძალიან მოკლე და ამავდროულად ყველაფრის მთქმელი განცხადება – საქართველოს სჭირდება წყნარი, მშვიდი გარემო.
ცხადია ეს ყველამ კარგად ვიცით გვარაზმატიკების გარდა, რომლებზეც სიმშვიდე, ქვეყნის წინსვლა ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც კლაუსტროფობზე ლიფტით სარგებლობა.
ბუნებრივია ისინი ყურადღებას არ მიაქცევენ ქალბატონი დეგნანის ამ მესიჯს, მაგრამ საბედნიეროდ საქართველოში ყველაფერს ხალხი წყვეტს და არა ვინმე ფულის მონა გიგი უგულავა, რომელიც “გულისტკივილით” საუბრობდა სააკაშვილზე, როგორც ჯართში ჩასაბარებელ ავტომობილზე და დღეს იმ “სვალკაზე” საკუთარი ფეხით მივიდა.
ყურადღებას არ მიაქცევენ გვარამია, მელია, ბოკერია და მათი დამქაშები, რომლებსაც გული სწყდებათ მხოლოდ იმაზე, რომ “ორი გვამის” მოთხოვნის “ექსკლუზივი” მათ არ ეკუთვნით.
ცხადია ყურადღებას არ მიაქცევენ გუბაზა, თაკო, რესპები, გირჩი ზურაბა, ნათელაშვილი, ჭიჭინაძე, ბურჯანაძე.
არ მიაქცევენ, რადგანაც მათთვის არეულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა სააკაშვილის ხინკლიდან, კუჭები მაინც დაიჭირონ.
მხოლოდ :კუჭები”, რადგანაც ნორმალურ ქვეყანაში თავიანთი მდაბიო სულისა და მწირი ინტელექტის გამო, ისინი სრულიად უსარგებლო ნივთები გახდებიან.
საბედნიეროდ საქართველომ, ჯანსაღმა საქართველომ იცის რა უნდა გააკეთოს 2 ოქტომბერს.
იცის და გააკეთებს!” – აცხადებს გაბრიჭიძე
კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება