Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ბერუჩაშვილი რუმინეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

მარშალ პრესი 24/11/2022
თამარ ბერუჩაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა, რომელიც რუმინეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერმა თამარ ბერუჩაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.
ბოლო პერიოდში თამარ ბერუჩაშვილი იკავებდა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებს.

Post navigation

Previous: მისმა თანამესაკნემ მითხრა, ღამე როცა ძინავს, იღვიძებს და ბღავისო – მაია ნიკოლეიშვილი
Next: გავლენიანი ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს – შალვა თადუმაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.