IMG.GE IMG.GE

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია ჰქონდა. მისი თქმით, მის  მიმართ თვალთვალი დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მე მაინცდამაინც ბევრი არ მაქვს სათქმელი. მე მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო დღის წესრიგში და ეს მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის, მაგრამ მქონდა ძალიან ზოგადი ინფორმაცია. დეტალების შესახებ ჩემთვის არც უთქვამთ და შესაბამისად, გამოძიებასთან საუბარი არ შემიძლია იმიტომ, რომ უბრალოდ არ ვიცი. ვიცი ის, რომ მითვალთვალებდნენ, რაც შეამჩნია ჩემმა დაცვამ. მე მქონდა, სუს-სგან გამოვიდა ეს ინფორმაცია, შესაბამისად, მათ იცოდნენ ამის შესახებ და გამაფრთხილეს კიდევაც, რომ ამის შესახებ არავისთან არ უნდა მელაპარაკა. დაახლოებით ბოლო 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა თვალთვალი“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება