ეს ჩანს ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაში! – ევროკავშირისთვის შარშანდელი და შარშანწინდელი კრიზისებიც არასაჭირო და ხელოვნური იყო და არის!

742
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას ეხმაურება და წერს:

“ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ „ევროკავშირს არ აქვს არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში“.
ახლა დავაკვირდეთ:
საერთოდ რომ გამოვრიცხოთ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხი, ყურადღება მიაქციეთ ევროპარლამენტარის სიტყვებს: “ევროკავშირს არ აქვს არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში…”
აქ ორი მნიშვნელოვანი მომენტია:
1. “ევროკავშირს არ აქვს არც რესურსი და არც სურვილი…”
2. “…იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში…”
გამოდის, რომ
1. ევროკავშირი დაიღალა ქართული პოლიტიკით და ქართველი პოლიტიკოსებით;
2. ევროკავშირს მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისი არასაჭიროდ მიაჩნია.
მაგრამ, რაც უფრო საინტერესოა, “კიდევ ერთი არასაჭირო” ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის შარშანდელი და შარშანწინდელი კრიზისებიც არასაჭირო და ხელოვნური იყო და არის!
ეს ჩანს ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაში!
არაერთხელ ნათქვამს აღარ გავიმეორებდი, რომ არა თანაოკუპანტი ნაცსექტის აღვირახსნილი ანტიდასავლური გამოხტომები:
დიახ, შეერთებული შტატები და ევროკავშირი არ დაუშვებენ დესტაბილიზაციას საქართველოში!
არ დაუშვებენ, რადგან საქართველოში დესტაბილიზაცია ხელს აძლევს ოკუპანტს!
და სწორედ მის სამსახურში არიან თანაოკუპანტი ნაცსექტანტები!
ამას უკვე ყველა მიხვდა!
ამიტომაც, სააკაშვილი და მისი სექტა ვერასოდეს დაიბრუნებს ძალაუფლებას!” – წერს მძინარაშვილი
კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება