IMG.GE IMG.GE

საგამოძიებო ორგანოების კარგი მუშაობა და მტკიცებულებების ეტაპობრივი გასაჯაროვება ყველაფერს მოჰფენს ნათელს. იქამდე ამ ვერსიებსაც აქვს მოდელირებად ყოფნის უფლება. – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი პირველი მომადგილე იოსებ გოგაშვილი, სოციალურ ქსელში, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის ფაქტს გამოეხმაურა.

,,#UNITEDNAZZIMOVEMENT(UNM)მა თავისი ტერორისტების სამჭედლო საქართველოდან გადაიტანა უკრაინაში, საიდანაც ჩვენს ქვეყანაში განსახორციელებლად ბევრჯერ დაიგეგმა და იგეგმება მკვლელობები, პროვოკაციები და დესტაბილიზაცია.

მოდელირება:
(ინფორმაცია განსჯისთვის, ანუ ტვინჭყლეტვა.)

#1:მიზანი- დესტაბილიზაცია, მთავრობის დამხობა.
კაი ხნით ადრე, გვარამია გამზადებულ ტექსტს აძლევს გაბუნიას და ისიც ეპატაჟების მამა, ასრულებს დავალებას-კითხულობს უკვე ცნობილ ტექსტს და უშვერი სიტყვებით ლანძღავს პუტინს და რუსეთს. აღრმავებენ არსებულ დაძაბულობას, ხოლო ამით ის პიროვნულად ხდება (ქმნიან) მთავარი “სამიზნე”.
ნარატივი დაფენილია იქამდე, მომხდარი ფაქტების შედეგად, თუ როგორ სჯის რუსეთი ოპონენტებს და არასასურველ ადამიანებს (ლიტვინენკო, სკრიპალი, ნემცოვი და აშ. )
დამკვეთი-პუტინი.
ალიბი გარანტირებული 100 %-ით.
სხვადასხვა დროს უკრაინიდან ადამიანების ლიკვიდაციისთვის თბილისში, იგზავნებიან ქილერები, ამჟამად “ბოკოვი”.

კიევის სიკვდილის მანქანიდან საქართველოში დესტაბილიზაციის მიზნით, პირდაპირ იგეგმება გაბუნიას ლიკვიდაცია. ის იქამდე დადგმული პროვოკაციის შედეგად “სამიზნედ” ხომ გადაიქცა.

იწყება ნარატივის გაშლა, რომ შურისძიება რუსეთიდანაა, მთავრობა დისკრედიტირებული და ბრალწაყენებული, როგორც რუსეთის მიერ დაგეგმილი მკვლელობის “თანამონაწილე”. ამას მოჰყვება ლობისტების (nazzi ების) შედგენილი წერილები და სანაიას მკვლელობის შემდეგი პროცესების მსგავსი მოვლენების განვითარება. იდეალური ფონი შექმნილია (ამერიკაში ფლოიდის მკვლელობის შედეგად).
გეგმა: ტერორისტების შვილები იწყებენ აქციებს, დესტრუქცია, ანარქია, პიკეტირებები პარლამენტთან, შსს-თან, სუსთან, ასევე თავდაცვის სამინისტროსთან, კანცელარიასთან და ბიზნესცენტრთან.

მოთხოვნა გადადგეს მთავრობა….მოსალოდნელი სისხლის ღვრა და დამღუპველი არეულობა.

ეს ჯერ არ გამოვიდა.

#2. მიზანი-არასასურველი პირის ლიკვიდაცია.

უკრაინიდან აგზავნიან ქილერს, რომელსაც ფაქტიურად აქვს X-ის ლიკვიდაციის(!) დავალება და არა გაბუნიასი. თუ ის შეასრულებს მისიას, მიიღებს პრემიას გვამზე, თუ ჩავარდება, მაშინ ამუშავდება პლან-ბუსა-გაბუ.

როგორ? შიგნიდან ინფორმაცია გაჟონავს (წყაროები იცოცხლე) იმის შესახებ, რომ ბოკოვზე მიდის ოპერატიული კონტროლი. კიევიდან მყისიერად ავრცელებინებენ გვარამიას ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს ადამიანი გაბუს მკვლელობის მომზადების გამო და მალავენ. გაბუ ხდება გმირი. (“გაბუს ლაივ მეთერ”). მაგრამ “მთავარი გეგმა” არ იშიფრება. მთავრობის წინაღმდეგ იწევა პირველი მოდელირების მსგავსი კამპანია. ბოკოვს ადვილად უშველიან და მალე გამოვა ციხიდან, მტკიცებულებების სიმწირის გამო.

…ეს ვერსია ნაწილობრივ გამოვიდა.

პ.ს. საგამოძიებო ორგანოების კარგი მუშაობა და მტკიცებულებების ეტაპობრივი გასაჯაროვება ყველაფერს მოჰფენს ნათელს. იქამდე ამ ვერსიებსაც აქვს მოდელირებად ყოფნის უფლება.

პ.პ.ს. პოსტფაქტუმ! კარგად დაფიქრდი როგორ გაგწირეს. “ – წერს იოსებ გოგაშვილი

კომენტარის დატოვება
IMG.GE