მნიშვნელოვანია, ისედაც ბევრი ცვლილების შემდეგ არ გადაიტვირთოს ცესკოს ადმინისტრაცია და ამომრჩეველი – შალვა პაპუაშვილი

341
წაკითხვა/ნახვა
mpn SUPPORT

საბოლოო ჯამში, არჩევნები უნდა ჩაატაროს საარჩევნო ადმინისტრაციამ. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, იქნება ეს ტექნოლოგიური ნაწილი თუ ზოგადად არჩევნების დღის პროცესი, – ამის შესახებ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე კომისიის თანათავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მათ სრულად ჰქონდეთ გააზრებული რა ტექნოლოგიები შეიძლება იყოს. ზოგადად, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ცვლილება იქნება საარჩევნო პროცესში, მნიშვნელოვანია არ გადაიტვირთოს ისედაც ბევრი ცვლილებების შემდეგ თვითონ ადმინისტრაცია და ამომრჩეველიც“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები
mpn
მოწონება