Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინის რეგიონები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

მარშალ პრესი 23/11/2022
1669212303-ომი-უკრაინაში

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს ახორციელებს. უკრაინის რეგიონები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, კიევში კი, წყლის მიწოდება შეწყდა.

მედიის ინფორმაციით, რუსეთმა სარაკეტო იერიშები უკრაინის რამდენიმე რეგიონზე ერთდროულად მიიტანა.

გავრცელებული ცნობით, რაკეტები უკრაინის აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მიფრინავს.

უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ერთდროულად ცხრა ერთეული „ტუ-95“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი გაუშვა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ რუსეთმა რაკეტები გაუშვა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა იგი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული მასშტაბური დაბომბვის გამო, მოლდოვის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ანდრეი სპინუმ დაადასტურა, რომ კიშინევი და ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

Post navigation

Previous: “ვარდების რევოლუციის” მთავარი შედეგი – ზაალ ანჯაფარიძე
Next: ვინ ჩემი ცუდი სიტყვა ხარ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე დებატში რომ დაგიჯდეს – დიმიტრი სამხარაძე გიორგი ვაშაძეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.