Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონის ვენეციის კომისიიდან გამოწვევის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვრცელდება

მარშალ პრესი 23/11/2022
დავით მათიკაშვილი

დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონის ვენეციის კომისიიდან გამოწვევის შესახებ ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებები ვრცელდება საზოგადოებაში. გუშინ შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა, რომ უკრაინამ გამოითხოვა თავის მიერ გაგზავნილი კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და შესაბამისად დასკვნას ამ კანონზე აღარ უნდა დაველოდოთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„დღეს ევროპის საბჭოდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვენეციის კომისია კვლავ აგრძელებს კანონპროექტზე მუშაობას. შესაბამისად, ამ ორი ინფორმაციიდან ერთიც და მეორეც ერთმანეთს გამორიცხავს. მეტი რესურსი არის საჭირო იმისთვის, რომ სიღრმისეულად გავერკვეთ თუ არსთან გავქვს საქმე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.

თუმცა, „ქრონიკამ“ გუშინ ევროპის საბჭოს წერილობით მიმართა და შეკითხვაზე, ადასტურებთ თუ არა უკრაინის მიერ კანონის გაწვევას და თუ არა, როდის იგეგმება ვენეციის კომიისის მოსაზრების მომზადება აღნიშნულ კანონზე, ევროპის საბჭოში უპასუხეს: „კანონზე დასკვნის მომზადების მოთხოვნაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, როდის მომზადდება და გამოქვეყნდება მოსაზრება, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით“.

Post navigation

Previous: შელაპარაკება კახა კალაძის დაცვასა და ტვ პირველის ჟურნალისტს შორის (ვიდეო)
Next: საქართველოს და ნიდერლანდების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა ერთობლივი მოსმენა გამართეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.