ოზურგეთში, დაბა ნასაკირალში მდებარე საბავშვო ბაღის შენობაში ხანძარი იყო

145
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ოზურგეთში, დაბა ნასაკირალში მდებარე საბავშვო ბაღის შენობაში ხანძარი იყო. ცეცხლი დიდ პერიმეტრზე იყო გავრცელებული. მთლიანად დაიწვა საბავშვო ბაღის ერთი ჯგუფი.

ამავე შენობაშია განთავსებული ნასაკირალის საარჩევნო უბანიც.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურის ორი ეკიპაჟი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება