IMG.GE IMG.GE

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ვარ და მას დაუნდობლად ვაკრიტიკებდი, ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი და ღირსეული ადამიანია – ასე აფასებს ,,სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ყოფილ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

„გულახდილად, რომ ვთქვა, მის გვერდით ყოფნას ვისურვებდი. მოლაპარაკებები არა, მაგრამ მე მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ვარ და მას დაუნდობლად ვაკრიტიკებდი, ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი და ღირსეული ადამიანია. წასვლის შემდეგ რამდენჯერმე სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა,“– აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვიკლის განცხადებით ,,რაც უკვე ნანახი ჰყავს ამ ქვეყანას აღარ უნდა ნახოს.” კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არც-ერთ პოლიტიკურ გუნდან კონსულტაციები არ ჰქონია.

„პოლიტიკური კონსულტაციები არავისთან არ მაქვს, მეგობრული შეხვედრა მაქვს და მგონია, რომ დამოუკიდებელი მესამე მიმართულება არის ძალიან კარგი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი აზრი. ვისაც აქვს დასავლური ორიენტაცია და ვინც არ არის არც ერთი პოლუსის ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის.” – აღნიშნა კვირიკაშვილმა

კომენტარის დატოვება
IMG.GE