Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ორი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მარშალ პრესი 22/11/2022
პროკურატურა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი დაზარალებულის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 მარტს დააკავეს. მას ბრალდება არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ჩადენილი ავტორიტეტული და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული წარდგენილი ბრალდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო, ხოლო ორი დაზარალებულის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდების მხარე განაჩენს, უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ბაჩუკი ქარდავას მიმართვა თაკო ჩარკვიანს: ანანისტობით ნუ დავკავდებით
Next: არჩილ თალაკვაძე: დასარეგულირებელია ძაღლების მოშენების და გამრავლების, მიტოვებასთან დაკავშირებული საკითხები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.