სამარცხვინოა, რომ ISFED- მა საქმეს, გაუყალბებლად დაგედოთ 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგები თავი ვერ გაართვით – თამთა მეგრელიშვილი

516
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სამარცხვინოა, რომ ISFED- მა საქმეს, გაუყალბებლად დაგედოთ 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგები თავი ვერ გაართვით.”– წერს სოციალურ ქსელში იურისტი, საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

სამარცხვინოა, რომ ორგანიზაცია ISFED – ი 2021 წლის არჩევნების წინ გამიზნულ თვითდასაქმებას ეწევით და ჯერ არ ჩატარებული არჩევნების პირობებში გამოდიხართ სლოგანით “ერთად მივაღწიოთ გაუყალბებელ არჩევნებს”!
სამარცხვინოა, რომ თქვენი მიერ გაყალბებული პარალელური დათვლის შედეგების შემდეგ კიდევ გაქვთ პრეტენზია ფი ვი თი (PVT ) მეთოდის გამოყენებით საარჩევნო ადმინისტრაციაზე სწრაფად დადოთ არჩევნების დღეს დამდგარი შედეგი თან როგორც უტყუარი!!!

ხმების PVT მეთოდით დათვლა არჩევნების დღეს ინფორმაციის რაოდენობრივი და თვისობროვი მეთოდოლოგიით მოპოვებას გულისხმობს.

დამეთანხმებით მეტად საპასუხისმგებლო საქმეა! საქმე, რომელსაც, 2020 წლის არჩევნებზე თქვენ თავი ვერ გაართვით ან და შეგნებულად, ოპოზიციური სპექტრის სასარგებლოდ არ გაართვით შედეგები დამალეთ და გააყალბეთ.
თქვენ ესოდენ “ავტორიტეტულ” ორგანიზაციას აღარ გაქვთ მორალური უფლება საზოგადოებას 2021 წლის არჩევნებისთვის შესთავაზოთ პარალელური დათვლის შედეგები და თან გქონდეთ პრეტენზია თქვენ მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაზე სწრაფად გამოქვეყნებული მეთოდების უტყუარობაზე.

გისმენთ, ვაკვირდები თქვენ “მიუკერძოებელ” არადა ცალსახად მიკერძოებულ მუშაობის პრინციპს და ვრწმუნდები, რომ აუცილებელია არსებობს სამართლებრივი ბერკეტი იმისათვის, რომ თქვენ და თქვენნაერი მიკერძოებული (ერთი პარტიის) დაკვეთაზე მომუშავე ორგანიზაციები ვეღარ ჩაებან საარჩევნო პროცესებში.
საუბარი ზედმეტია ხმების (PVT) ფი ვი თი მეთოდით დათვლასა და საარჩევნო ადმინისტრაციაზე სწრაფად დადებულ საარჩევნო შედეგებზე. შედეგებზე, რომელიც, 2020 წლის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ 8 % იან ცდომილებას მოგვცემს!”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება