ბანგლადეშს ვაგებთ – “ქართული ოცნების” ფეისბუქ გვერდზე ტროლები შეუსიეს

498
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ქართული ოცნების” ფეისბუქ გვერდზე უცხო ქვეყნის ტროლები შეასიეს. ამაზე მეტყველებს მმართველი პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთი პოსტი, რომელზეც დამცინავი რეაქციების ავტორები, უცხო ქვეყნის ფეისბუქ მომხმარებლები არიან.

“წინასაარჩევნო კვლევის თანახმად, ბანგლადეშს ვაგებთ“- წერია ქართული ოცნების საპასუხო კომენტარში.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემაც, რომელმაც დაწერა:

“ძალიან გაუჭირდა სააკაშვილის ფლანგს. “ნაცების” უვიცი “ჟურნალისტების” ბოროტი დეზინფორმაციაც ვეღარ მუშაობს და მიმართეს ჩვეულ ტრაგიკომიკურ ხერხს – უცხო ქვეყნების ტროლები და ბოტები შეუსიეს მმართველი პარტიის Facebook-გვერდს.

არ მაქვს იმედი, რომ ამაზე რეაგირება ექნებათ “დამოუკიდებელ და მიუკერძოებულ” კოლექტიურ თამარ კინწურაშვილებს, ეთერ ბუზიაშვილებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ფსევდოებს, რეალურად ნაცაქტორებს. შერჩევითად სახალხო დამცველსა და ცესკოსთან დაუსაბუთებლად მებრძოლ “სამართლიან არჩევნებსა” და მის პარტიულ კომპანიონებზეც აღარაა საუბარი.

2 ოქტომბერს, ამდენ სიბინძურეს საქართველოს ამომრჩეველი გაცემს ადეკვატურ პასუხს. ცხადზე ცხადად ჩანს, თუ სადაა მშვიდობა და განვითარება 41
და სადაა სიბნელე, ქაოსი, რევანშიზმი და ღალატი  5 და 25″– წერს გია აბაშიძე.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება