Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს ადამიანი მოგვიწოდებს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუწესდეს სანქციები

მარშალ პრესი 22/11/2022
გიორგი ამილახვარი

,,თუ ამ მოცემულობას ვიღებთ, რომ დევით კრამერს უყვარს საქართველო და ის თავს ესხმის და პირდაპირ მოუწოდებს ყველას, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს, ასეთი ტოლობის ნიშნის დასმა, უბრალოდ, არ შეიძლება,’’ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, თუ ადამიანს უყვარს საქართველო და ის, მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ამის გაგება ქართველი ხალხისთვის გაუგებარი იქნება. ,,ეს უხერხულია. ამას საზოგადოებას ვერ ავუხსნით ჩვენ, რომ ვინმეს უყვარს საქართველო და მეორე მხრივ, ეს ადამიანი მოგვიწოდებს ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუწესდეს სანქციები. იმ ადამიანს, რომელიც სრულად ჩამოშორებულია პოლიტიკას, არანაირი ბიზნეს საქმიანობა არ გააჩნია საქართველოში, უფრო მეტიც საზოგადოებრივი ცხოვრების ჩრდილშიც კი არის გადასული. საერთოდ, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და მაინც მიზანმიმართულად მიდის მორიგი იერიში, რომ როგორმე ჩირქი მოსცხონ ამ ადამიანს და საერთოდ საქართველოს. ასეთი რამ, ასეთი შეფასება, უბრალოდ არ შეიძლება – ჩვენ ქართველ ხალხს ვაკადროთ, რომ ადამიანს უყვარდეს საქართველო და ის, მეორე მხრივ, მოუწოდებდეს ბიძინა ივანიშვილის სანქციებისკენ, ეს უბრალოდ უხერხულია. მეტ კომენტარს ალბათ ამაზე ვერც გავაკეთებთ,’’ – განაცხადა ამილახვარმა.

Post navigation

Previous: ვერ დაინახო ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის აკეთებს და მისთვის სანქციების დაწესება მოითხოვო, ცოტა უცნაური სიყვარულია
Next: ტრაგიკომიკური და არაადეკვატურია დეივიდ კრამერის გამართლება და ქართველთა მორიგი გაღიზიანება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.