ხელში ჩაგვივარდა ნაც. მოძრაობის წინასაარჩევნო პიარსტრატეგიული დაგეგმარების დოკუმენტი, სადაც წერია, რომ… – რატი იონათამიშვილი განცხადებას ავრცელებს

2215
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, პარლამენტარი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ხელში ჩაგვივარდა ნაც. მოძრაობის წინასაარჩევნო პიარსტრატეგიული დაგეგმარების დოკუმენტი, სადაც წერია, რომ “მთავარმა”, “ტვ პირველმა” და “ფორმულამ” უნდა გაავრცელონ რაც შეიძლება მეტი “ფეიკი” (მითითებულია კონკრეტული მიმართულებები და “ქეისები”, რომლებსაც მოგვიანებით გაგაცნობთ), მათ შორის, არჩევნებამდე სამი-ოთხი დღით ადრე უნდა გაავრცელონ ინფორმაცია, რომ თითქოს ,,ქართულ ოცნებას” გეგმა დაუწერა ებრაელმა კონსულტანტმა მოშე კლუგჰაფტმა. დოკუმენტში მითითებულია, რომ ამ გამოგონილ გეგმაში ,,რასაც გინდა იმას ჩაწერ”. გეგმა, მეტი დამაჯერებლობისთვის, უნდა მოერგოს ოცნების ლიდერების წინა ინტერვიუებს, რითაც დარჩება განცდა, რომ ის ნამდვილია.
ნაც. მოძრაობის სტრატეგიული დაგეგმარების დოკუმენტში ასევე წერია, რომ ე.წ. ,,მოშეს გეგმა” პირდაპირ ეთერში უნდა განიხილოს მინიმუმ სამმა-ოთხმა ისეთმა ჟურნალისტმა, რომლებსაც “შეუძლიათ
მთელი სერიოზულობით და ემოციებით განიხილონ ეს გეგმა. შეუძლიათ გაბრაზდნენ, იცინონ და ა.შ თავისივე გამოგონილ დოკუმენტზე”.
დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ ე. წ. “მოშეს გეგმის” გასაჯაროების მთავარი ერთ-ერთი მთავარი მიზანია წაეხმარონ მათ მოკავშირე გიორგი გახარიას, რადგან სხვანაირად “ქართული ოცნების” ხმების დაკლების და დაზიანების თეორიული შანსებიც კი ნულის ტოლია.
უტყუარი მტკიცებულება: როგორც გუშინ მთავარი არხის ეთერში ვიხილეთ, ჟურნალისტები ერთი-ერთში საუბრობდნენ ნაც.მოძრაობის პიარსტრატეგიული დაგეგმარების დოკუმენტში აღწერილი გეგმის მიხედვით.
P. S. ცრუნიუსების იმედად დარჩენილ ბაბლს – ფეიკნიუსების ნომინაციაში ერდროულად, 10 ოსკარი ჩვენგან, მაგრამ ხო მშვიდობა გაქვთ?” – წერს იონათამიშვილი ფეისბუქზე
კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება