თაკო ჩარკვიანს ძალიან უნდა მთაწმინდის პანთეონში დაიმარხოს – უცნაური ქვეყანაა პანთეონში ზვიად გამსახურდიასთან ერთად ჯანსუღ ჩარკვიანი ასაფლავია

2459
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის შესახებ წერს:

“ბოლო წვეთი იყო ქალბატონი ჩარკვიანის მიერ სააკაშვილის მოხსენიება ,,დევნილ პრეზიდენტად.”
საქართველოს ერთადერთი დევნილი პრეზიდენტი ჰყავდა და ის იყო ზვიად გამსახურდია, რომლის დამხობასა და განდევნაშიც ქალბატონი ჩარკვიანის ოჯახს თავისი წვლილი აქვს შეტანილი.
როგორც ჩანს, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედება და პუტჩისა და სამოქალაქო დაპირისპირებისათვის ნიადაგის განოყიერება მემკვიდრეობითი რამ არის, მამიდან შვილზე გარდამავალი.
ქალბატონი ჩარკვიანი, როგორც ეტყობა, მთაწმინდის პანთეონს უმიზნებს (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს) და რაკიღა საამისოდ პუბლიცისტური ნიჭიერება და საზოგადო მოღვაწეობის მასშტაბი არ ჰყოფნის, ფიქრობს – იქნებ სააკაშვილის ჩამოსაყვანად სახალხო მოძრაობის შექმნით სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება მოვახდინო, სააკაშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დავატაკო და ასე მაინც დავიმსახურო პანთეონის საგზურიო!
საქართველოში საშუალო შემოქმედებითი უნარებითა და სამოქალაქო დაპირისპირების გაჩაღებაში შენი წვლილის დადებით მთაწმინდის პანთეონში სამუდამო ბინის შოვნა რომ შეგიძლია, ამის მაგალითი ქალბატონ ჩარკვიანს ისევ და ისევ საკუთარი ოჯახიდან აქვს.
რას იზამ, უცნაური ქვეყანაა საქართველო: წინა საუკუნეში მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძესთან ერთად ფილიპე მახარაძე იყო დასაფლავებული, ამ საუკუნეში კი ზვიად გამსახურდიასთან ერთად ჯანსუღ ჩარკვიანი ასაფლავია.
თუმცა, უწინდელ საქართველოს იმის ილაჯი მაინც აღმოაჩნდა, ფილიპე მახარაძე მთაწმინდის პანთეონიდან გადაესვენებინა!” – წერს ხუბუა

 

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება