IMG.GE ___________________________________ IMG.GE

2 ახალი შემთხვევიდან ერთი არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, ხოლო მეორე შემოტანილია – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ახალი პაციენტებიდან ერთი მათ ცენტრშია მოთავსებული, რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა. მისივე ცნობით, აღნიშნულ პაციენტთან დაავადების პროგრესირება მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან მცირე კლინიკური ნიშნები აქვს გამოხატული.

საქართველოში კორონავირუსის 895 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 741. გარდაცვლილია – 14.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება