Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

მარშალ პრესი 22/11/2022
316408802_443065954675211_5078667214405263866_n
თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს ელჩმა ევროპის საბჭოში შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ სიოფრა ო’ლეარისთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების გაუმჯობესებულ სტატისტიკას, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს. მათ შორის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 18 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ქართულ სასამართლო პრაქტიკაში პროაქტიურად გამოყენების თაობაზე.
პრეზიდენტმა სიოფრა ო’ლეარიმ ხაზი გაუსვა ამ საკანონმდებლო სიახლის ძალიან პოზიტიურ როლს და მნიშვნელობას საქართველოში ევროპის საბჭოს კონვენციური პრინციპების დანერგვა-განვითარებისა და ასევე ევროპული სასამართლოსა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის დიალოგის გაღრმავების თვალსაზრისით.
შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული 2019 და 2021 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ 2021 წლის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ეფექტურ კონტროლსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაზე.
 საუბარი ასევე შეეხო საქართველოდან ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების გაუმჯობესებულ სტატისტიკას და ამ საქმეების ხასიათს.
 შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ევროპის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

Post navigation

Previous: მოლდოვას პრეზიდენტი მოსახლეობას მკაცრი ზამთრის შესახებ აფრთხილებს
Next: სულხან მოლაშვილს ძალიან უნდოდა ექიმიც, პალატაში გადაყვანაც, ჯანდაცვის სერვისებიც, მაგრამ სული ამოხადეს წამებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.