Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მაია სანდუ: კიშინიოვში საპროტესტო აქციებს რუსეთი აფინანსებს, ეს შურისძიებაა

მარშალ პრესი 21/11/2022
მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ კიშინიოვში საპროტესტო აქციები რუსეთის მიერ პირდაპირ დაფინანსებული ჯგუფების მიერ არის ორგანიზებული და შურისძიებაა მოლდოვას სოლიდარობისთვის ევროკავშირისა და უკრაინის მიმართ.

„ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მოქმედებენ კრიმინალური დაჯგუფებები, რომელთა მიზანია მოლდოვას დესტაბილიზაცია. ჩვენზე თავდასხმები ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც ახლა ვაწყდებით. ასეთ ჯგუფებს, უხდიან ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად, მათ პირდაპირ აფინანსებს რუსეთი. ეს მტრული ქმედება შურისძიებაა იმის გამო, რომ ჩვენ სოლიდარობა გამოვუცხადეთ ევროკავშირსა და უკრაინას“, – აღნიშნა მაია სანდუმ.

სანდუმ ასევე განაცხადა, რომ მოლდოვა უკრაინასთან ერთად მომავალში აირჩევს დემოკრატიას, მშვიდობასა და თავისუფლებას.

პარტია „შორი“ დაახლოებით 10 კვირაა კიშინიოვში საპროტესტო აქციებს აწყობს. ისინი პრეზიდენტის გადადგომას, პარლამენტის დათხოვნასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ითხოვენ.

Post navigation

Previous: მათ შუბლზე უნდა დაამაგრონ ფალოსი, როგორც ეს შოუშია და ავტორიტეტული არასამთავრობოები ერთმანეთს შეეჯიბრონ რგოლების ტყორცნა-ჩამოცმაში
Next: აჭარაში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ ჩატარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.