პარლამენტის დატოვებას განიხილავს სააკაშვილი, ხაზარაძის პარტია – გზა დამილოცია, რა უნდათ მათ პარლამენტში?

460
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დადასტურებულად ვიცი, რომ პარლამენტის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს სააკაშვილი, ხაზარაძის პარტია და მე გზა დამილოცია. ნამდვილად გამიხარდება, თუ ისინი დატოვებენ პარლამენტს. რა უნდა ნიკა მელიას პარლამენტში? კაცი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რა უნდა მას თბილისის მერად?, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

„თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ – „ნაცმოძრაობა“ და მისი დანაყოფები, ხაზარაძე და სხვები გავიდნენ პარლამენტიდან, თუმცა პარლამენტში დარჩნენ სხვა პარტიები, რომლებიც ძალიან კონსტრუქციულ ხასიათს ატარებენ და მზარდი პოტენციალი აქვთ, რომ ძლიერ, ჯანსაღ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციად ჩამოყალიბდნენ. როგორც კი ეს დესტრუქციული ძალები გავლენ პარლამენტიდან, სამი თვის განმავლობაში მათი სრული მარგინალიზება მოხდება, ბოლომდე თავს დაიმარხავენ. პარლამენტი დამშვიდდება, ქვეყანა დამშვიდდება და გარწმუნებთ, რომ არავითარი რყევა არ იქნება. მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, 1%-იანი ზღვარი გადალახა 9 პარტიამ, ამიტომ ყველამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის ნებას. თუ ეს ადამიანები დატოვებენ პარლამენტს, ეს არის მათი პასუხისმგებლობა. დადასტურებულად ვიცი, რომ პარლამენტის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს სააკაშვილი, ხაზარაძის პარტია და მე გზა დამილოცია. ნამდვილად გამიხარდება, თუ ისინი დატოვებენ პარლამენტს. რა უნდა ნიკა მელიას პარლამენტში? კაცი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რა უნდა მას თბილისის მერად?“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება