„ნაციონალური მოძრაობა“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წევრმა დატოვა

221
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„ნაციონალური მოძრაობა“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წევრმა, ნოდარ წოწორიამ დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

„მინდა მივმართო ყველა ჩემს მეგობარს, ახლობელს და თანამებრძოლს. დღეს მიწევს ჩემთვის ძალიან მტკივნეული და ამავდროულად მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება. დღეიდან, ფაქტობრივად, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ, რადგან წლების განმავლობაში ვემსახურებოდი გუნდს და პარტიას, რომელიც ჩემს წარმოდგენაში თავის მხრივ ემსახურებოდა ქვეყნის კეთილდღეობას და უკეთეს მომავალს. საქართველოში და მის ფარგელბს გარეთ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან და გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ადგილი არ არის. შესაბამისად, ვტოვებ პარტიის მარტვილის ორგანიზაციის რიგებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით არანაირი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“, – წერს ნოდარ წოწორია.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება