ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტო პროგრესი გვაქვს ევროკავშირთან მიმართებით, ნატოსთან მიმართებით და გვაქვს რეალური, ხელშესახები პროგრესი

139
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტო პროგრესი გვაქვს ევროკავშირთან მიმართებით, ნატოსთან მიმართებით და გვაქვს რეალური, ხელშესახები პროგრესი. მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, როდესაც ხელი მოვაწერე ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას, ამოქმედდა ნატოს ცენტრი, ერთობლივი წვრთნების ბაზა, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. უამრავი პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

„ამერიკასთან მიმართებაშიც გვქვს უამრავი ხელშესახები პროგრესი, რომელიც იქამდე არ გვქონია. სააკაშვილის მმართველობის დროს, ამერიკის მთავრობის მხრიდან იყო დადებული ემბარგო იარაღის მოწოდების თაობაზე. ჩვენი მმართველობის დროს გახდა შესაძლებელი ამ ემბარგოს მოხსნა და რამდენიმე წელია ამერიკიდან როგორც დახმარების, ასევე შესყიდვების სახით ვიღებთ უახლეს და თანამედროვე შეიარაღებას. ეს არის ერთი მარტივი და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკის მთავრობამ მიიღო. უმაღლეს ნიშნულზე იყო ამერიკის დახმარების ფონდი. ყველა მიმართულებით გვაქ პროგრესი. მეგობრებს შორის კრიტიკაც ხდება, უსიამოვნო საუბარიც, ჩხუბიც. ეს ხდება ყველა საზოგადოებაში. ეს ნორმალური პროცესია, მათ უნდათ, რომ ჩვენ იდეალურები გავხდეთ. ჩვენ ვართ ძალიან დიდი პროგრესის მომსწრე, მაგრამ უნდათ, რომ იდეალურები ვიყოთ. ჩვენ ვაფასებთ მათ ამ დამოკიდებულებას, ამ სურვილს და ვიღწვით, რომ ამ სრულყოფილების გზას ბოლომდე გავიყვანთ. ვფიქრობ, რომ ცალკეული ინდივიდების მიმართ გაკეთებული განცხადებები არ ნიშნავს ჩვენი გაცხადებული სურვილის გადახვევას, რომელიც ჩვენი ინიციატივით ჩაიწერა კონსტიტუციაში. ასე რომ ვფიქრობ ეს შეფასება გადაჭარბებულია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება