Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ენერგეტიკული თუ ციფრული ჰაბის ფუნქციის შესრულება საქართველოს უფრო მნიშვნელოვანს ხდის და ახალ ძალასა და მნიშვნელობას სძენს გეოპოლიტიკურ რუკაზე

მარშალ პრესი 21/11/2022
ეკა სეფაშვილი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა სეფაშვილმა, „მოამბის“ ეთერში საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ენერგეტიკული თუ ციფრული ჰაბის ფუნქციის შესრულება ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. „ოლივერ ვარჰეიმ, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული, განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აღნიშნა, რომ, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაც მნიშვნელოვანია. მან ისაუბრა სწორედ იმ ფიზიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ფიზიკურ დაკავშირებულობას გულისხმობს. კერძოდ, ეს არის შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი და ციფრული კაბელების მშენებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომლებშიც საქართველო აქტიურად ჩაერთვება. შეგახსენებთ, პრემიერმა, ფიზიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, 2-დან 3 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციების გამოყოფა დააანონსა, რათა საქართველომ ენერგეტიკული თუ ციფრული ჰაბის ფუნქცია შეასრულოს. ეს საქართველოს, როგორც რეგიონული მოთამაშის ფუნქციას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის და ახალ ძალასა და მნიშვნელობას სძენს გეოპოლიტიკურ რუკაზე“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ქალბატონო სალომე, არ მინდა ვიფიქრო, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ამზადებთ
Next: ეკა სეფაშვილი: ევროკომისრის რეკომენდაციებისა და რჩევის გათვალისწინება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – იმედი მაქვს, რომ ამჯერად, ევროკავშირი სამართლიანად მოიქცევა და საქართველოს დამსახურებულ სტატუსს მიანიჭებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.