სამწუხაროა, რომ სააკაშვილმა არ აირჩია სარფიდან შემოსვლა, იქ უფრო კარგად დავხვდებოდით – თორნიკე რიჟვაძე

212
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სამწუხაროა, რომ სააკაშვილმა არ აირჩია სარფიდან შემოსვლა, იქ უფრო კარგად დავხვდებოდით, – განაცხადა თემის კომენტირებისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

რიჟვაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ მოხვდება ქართულ ციხეში.

„ზოგადად, ეს არის საარჩევნოდ გაბანკროტებული ძალა, ამ სუბიექტს კი არასდროს ჰყოფნიდა არც ვაჟკაცობა, და არც გამბედაობა, რომ არათუ ჩამოსულიყო, არამედ რეისზე დამჯდარიყო და ახლა დედამისთან ერთად აპირებს ჩამოსვლას.

თუმცა, რაღაც სასწაული თუ მოხდება, როგორც დავპირდით, ის პირდაპირ მოხვდება ქართულ ციხეში.

ერადერთი, სამწუხაროა ის, რომ არ აირჩია სარფიდან შემოსვლა, იქ უფრო კარგად დავხვდებოდით. ასევე, თქვენ იცით, რომ ვაქცინაციის პროცესს აქტიურად ვახორციელებთ, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში და როგორც მე ვიცი, მეორედ აცრა სჭირდება და აიცრება კიდეც“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის საღამოსთვის აიღო ბილეთი კიევი-თბილისის რეისზე და ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება