შემრცხვება, რომ ასეთი შვილი გავზარდე – გორში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის ვაჟი ტრანსგენდერი ქალის ცემის საქმეზე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

1121
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ლევან ბიძინაშვილის ვაჟი ლუკა ბიძინაშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტს და ლუკა ბიძინაშვილი გამოკითხვაზე პოლიციამ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაიყვანა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ვაჟი პოლიტიკური ნიშნით გაიტაცეს. „ნაცმოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის წევრები შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტთან არიან შეკრებილები. თავად ლევან ბიძინაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი 23 წლის შვილი პოლიტიკურ საქმიანობაში არ იყო ჩართული, ეს დაკავება შესაძლოა სწორედ პოლიტიკასთან იყოს დაკავშირებული.

„თუ მართლა ტრანსგენდერის ცემაზეა საუბარი, შემრცხვება, რომ ასეთი შვილი გავზარდე, თუმცა არ გამიკვირდება, საქმე შეუკერონ“, – ამბობს ლევან ბიძინაშვილი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება