GORBI: დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, 53,6% ხმას კახა კალაძეს მისცემდა

250
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია.

კითხვაზე „დღეს რომ ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 53,6%-მა არჩევანი კახა კალაძეზე, ხოლო 27,7%-მა ნიკა მელიაზე შეაჩერა.

კანდიდატთა რეიტინგები ასე გამოიყურება:

კახა კალაძე (ქართული ოცნება) – 53,6%;
ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა) – 27,7%;
გიორგი გახარია (საქართველოსთვის) – 6,5%;
გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) – 3,5%,
ანა ბიბილაშვილი (ლელო) 3,5%;
ანა დოლიძე (ხალხისთვის) – 1,5%;
სხვა კანდიდატები – ჯამში 3,7%.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა GORBI-მ 10-19 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. მოსახლეობა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით გამოიკითხა. რესპონდენტთა შესარჩევად გამოყენებული იყო მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. საველე სამუშაოებისას ჯამში 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი ქვეყნის მოსახლეობისთვის +/- 2.5%, თბილისის მოსახლეობისთვის – +/3,4%-ია.

კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო ზრდასრული მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და არის რეგისტრირებული ამომრჩეველი იმ უბანზე, სადაც ტარდება მისი ინტერვიუირება. კვლევამ არ მოიცვა მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან იმყოფება პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში, საავადმყოფოებში და სხვა სპეციალურ დაწესებულებებში, მათ შორის – ჯარში. წარმოდგენილი მონაცემები ეფუძნება „სავარაუდო ამომრჩეველთა“ აზრს. კვლევაში ასახულია მხოლოდ იმ რესპონდენტთა პასუხები, რომლებმაც ინტერვიუერს დაუდასტურეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება