მამუკა მდინარაძე – როდესაც მეორე მხარეს არ არის საქმეზე ორიენტირებული ოპონენტი, ამომრჩეველთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ირჩევს

166
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

როდესაც მეორე მხარეს არ არის საქმეზე ორიენტირებული ოპონენტი და ისეთ პროვოკაციებზე არ აგებს თავის დღის წესრიგს, რასაც დღეს ვხედავთ, ამომრჩეველთა უმრავლესობა ერთ კონკრეტულ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ ირჩევს – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტვ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში კოალიციური მთავრობის შესახებ პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას. მისი თქმით, პრეზიდენტმა ისაუბრა პოზიტიურ მხარეებზე და ასევე თქვა, რომ დღეს ეს წარმოუდგენელია. „ორი მოცემულობა შემოგვთავაზა პრეზიდენტმა, ერთი – კოალიციური მთავრობის პოზიტიურ მხარეებზე ისაუბრა და მეორე – თქვა, რომ დღეს ეს წარმოუდგენელია. მართლა წარმოუდგენელია, ვინ გაახსენდება ჩვენს მოქალაქეებს და ამომრჩეველს, ვისთან შეიძლება კოალიცია გაკეთდეს მაგალითად 2024 წელს, როდესაც იქნება საპარლამენტო არჩევნები, თუ ჩვენზე ახალგაზრდებმა არ შექმნეს ისეთი პოლიტიკური ძალები და სუბიექტები, რომლებიც ღირსეულ და საქმიან კონკურენციას გაუწევს „ქართულ ოცნებას“. არ მაქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნება“ იდეალურია, მე მაქვს რეალობის აღქმა და ვიცი, ბევრი შეცდომა გვაქვს, ბევრი პლიუსი, ამ პლიუს-მინუსებით საზოგადოება ხედავს და აფასებს ისე, როგორც არის რეალობაში. ჩვენი კონკურენტი არ არის დღეს და ეს ჩვენი ერთ-ერთი სუბიექტურად დამატებითი პლიუსიცაა, თორემ ღირსეული ოპონენტი რომ გვყოლოდა, შეიძლება 2020 წლის არჩევნებშიც დაგვჭირვებოდა კოალიციური მთავრობის შექმნა და ამაშიც ვერ დავინახავდით ვერანაირ პრობლემას, პირიქით თუ საქმეზე ორიენტირებული ოპონენტი იქნებოდა, კიდევ უფრო, ჯანსაღი გარემო შეიძლება შექმნილიყო, მაგრამ როდესაც არ არის მეორე მხარეს ისეთი ოპონენტი, რომელიც საქმეზეა ორიენტირებული და ისეთ პროვოკაციებზე არ აგებს თავის დღის წესრიგს, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ამ დროს ამომრჩეველთა უმრავლესობა ერთ კონკრეტულ პარტიას ირჩევს და ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“, სხვა შემთხვევაში 2020-შიც შეიძლებოდა ყოფილიყო ამის საფუძველი და 2024-შიც შეიძლება იყოს, ოღონდ მეორე მხარეს უნდა იყოს, საქმეზე ორიენტირებული და საქმის ინტერესის მქონე ოპოზიცია და არა ტყუილებზე აგებული ნარატივის ავტორი, როგორიც სამწუხაროს დღეს გვევლინება, ან მათთან მოღალატეები“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება